სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე მიმართულებების მიხედვით 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის 18 საათამდე.
- კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები - თამარ თათრიშვილი, macromol_chemistry_2@tsu.ge
- ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები - შორენა ჩუბინიძე, ens@tsu.ge
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
- შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
- პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (შორენა ჩუბინიძე - 577244142, თამარ თათრიშვილი - 577737387).
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!